გამარჯობა, ბლოგო. მე დღეს გამოვიჩეკე ;;)
დღეიდან აქ ვიცხოვრებ. უი, სულ დამავიწყდა მეთქვა– მე მარია მქვია. ალბათ იტყვი, სად წიწილა და სად მარიაო და მართალიც იქნები– შენ ხომ ჯერ არ იცი, რომ მე განსაკუთრებული წიწილა ვარ
რაც შეგეხება შენ :
*ჯერ–ჯერობით ამ ბანალური, ვორდპრესზე ნაპოვნი თემით დაკმაყოფილდი. ცოტათი რომ გავშინაურდები, მერე ზუსტად ისეთს გაგიკეთებ, როგორსაც მთხოვ =) გპირდები!
*ვეცდები ხშირად დაგხედო და გელაპარაკო. ნუ ლაპარაკი ერთადერთია, რაც (თითქმის) არ მეზარება.
*წინასწარ გაფრთხილებ– წუწუნი ჩემი ჰობია და მოგიწევს, აიტანო
ძირითადად ალბათ ჩათვლების წინ გაგიბურღავ ტვინს (თუ რაც გაქვს :p )
P.S. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ მე ჩემი მამლაყინწა მყავს. სხვა საქათმეებში ყველა ქათამს საერთო მამალი ჰყავს, მაგრამ ასეთ უმსგავსობას მე აქ არ დავუშვებ- ჯერ ახალგამოჩეკილი ვარ და უკვე შევნიშნე ჩემს თავს ეგოისტური გამოხტომები ;;)
